26 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენის მოსაზრება აცდენილია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას - გია ვოლსკი მალინის წერილზე

რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაკვეი მალინის საავტორო სტატია "ქართულ ოცნებაშიც" შეაფასეს. ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკელი კონგრესმენის მოსაზრება აცდენილია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას.

"კვლავ ის საკითხებია წამოწეული, რომელიც რადიკალურად განსხვავდება და საერთოდ საწინააღმდეგო მხარეს მიდის და უპირისპირდება იმ დამოკიდებულებას, რასაც შეერთებული შტატების სახელმწიფო გამოხატავს საქართველოსადმი, ხელისუფლებისადმი და იმ დიდი მხარდაჭერისა და უპრეცენდენტო თანამშრომლობის რეალობისგან, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია. ევროპარლამენტარებიც კი, რომლებიც ხაზგასმით ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, ისინიც კი მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ დესტრუქცია არის მიუღებელი და არასწორი ნაბიჯები არის გადადგმული,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაკვეინ მალინმასაავტორო წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას პუტინის მოკავშირე უწოდა. 

დღის ამბები