19 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო - გამოცდაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში" ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი, საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს, რომელზეც ჩაბარების მსურველი ცხრათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

მონაწილეები გამოცდას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აბარებენ და ტესტირების შედეგს მომენტალურად იგებენ.

სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება.

გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მაგრამ პანდემიის გამო მაისის ნაცვლად გამოცდების თარიღმა ივლისში გადმოინაცვლა და 5 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდება, გამოცდები წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ გამოცდაზე ყველა ახალი რეგულაცია და უსაფრთხოების ზომა გათვალისწინებული იყო.

"მიხარია, რომ ადვოკატთა ასოციაციამ შეძლო და უსაფრთხოების პირობების დაცვით ჩავატარეთ გამოცდა. იმედია, რომ აპლიკანტები გადალახავენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს,"- განაცხადა დავით ასათიანმა.

დღის ამბები