"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთის და შემსრულებლების არსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო კონკრეტული სამიზნე თავდაპირველადვე:
"ადამიანს სხეულზე არცერთი საღი ნაწილი აღარ აქვს და გვეუბნებიან, რომ გადახტა წყალში და გაცურა და გამოცურა, მარაზმია ხო, ნდობა არაა გამოძიების და არც საექსპერტო დაწესებულებების მიმართ. მოვიდა დრო, რომ ჩვენ თვალებს უნდა ვენდოთ და ჩვენი თვალები გვეუბნება, რომ სხეულზე საღი ადგილი არაა, აქედან გამომდინარეა, რომ მასზე იყო კონკრეტულად პერსონალური თავდასხმა, ის იყო სამიზნე თავდაპირველადვე, ამიტომ არსებობს დამკვეთი და არსებობენ შემსრულებლები," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.