26 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ

აია სოფიას ტაძარში ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებისა და მოზაიკების დაფარვა ფარდებით ან ლაზერით მოხდება.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის განკარგულება აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ გააუქმა. პირველი მუსლიმური ლოცვა აია სოფიაში მომავალ კვირაში გაიმართება.

დღის ამბები