საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი ისევ ტყვეობაში რჩებიან. გუშინ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 ივლისს გატაცებულ ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო ტყვეობის ვადა გაუხანგრძლივა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოჯახს ინფორმაცია დაკავებულის მდგომარეობის შესახებ გუშინ წითელმა ჯვარმა მიაწოდა. ოჯახი გატაცებულების შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილი რეგიონში ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.
რაც შეეხება დაჭრილ ზაზა გახელაძეს, მას ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ის ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული.