18 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავა და დიჯეი -  კოკო ღიბრაძე დაკითხვაზე იმყოფებიან

გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე კოკო ღიბრაძე ანუ წვეულების დიჯეი და იუბილარი ანი გაბეჩავა გამოკითხვაზე იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დიჯეი კიდევ ერთხელ დაიბარეს, უცნობია რა დამატებითი შეკითხვები აქვთ გამომძიებლებს გაბეჩავასთანაც.

ღიბრაძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. პარალელურად საქმის მასალების შესწავლას აგრძელებს სახალხო დამცველი.

ანა გაბეჩავას ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის არ არის ცნობილი, რა თემასთან დაკავშირებით დაიბარეს ანა გაბეჩავა გამოკითხვაზე.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა, რამდენიმე დღეში ის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ამ დროისთვის 17 პირია დაკავებული.

ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.

ყველა დაკავებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები