გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნო.
ადვოკატმა განმარტა, რომ ჩვენებაში ამირხანაშვილი არ ახსენებს არასრულწლოვანის მხრიდან რაიმე ტიპის ძალადობას და ასევე, ამბობს იმასაც, რომ იგი მას პოლიციის განყოფილებაშიც ჰყავს ნანახი.
"ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. და მან, ასევე, განმარტა, რომ ეს პირი მას ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რომ ზ.ხ-მ მას გადასცა ნამცხვარი, ვინაიდან იგი იყო მშიერი. ასევე, ეს დეტალიც განაცხადა ამირხანაშვილმა, რომელიც დაფიქსირებულია ოქმში და ხელმოწერილია - მანქანაში ნახა ზ.ხ. ამირხანაშვილმა. მას არ უთქვამს, რომ მან რამე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.