თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გამოძიებას არ ენდობიან და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. მათი განცხადებით საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამ კითხვებზე პასუხები გამოძიებამ აუცილებლად უნდა გასცეს.
23 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ოჯახი სუიციდის მცდელობას გამორიცხავს.
შეგახსენებთ რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში სამართალდამცველებმა წერილი იპოვეს.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, მათ მიცვალებულის ნახვა ვერ მოახერხეს, რადგან ცხედრის დაზიანების გამო, არის რეკომენდაცია, რომ ჩასასვენებელი არ გაიხსნას.
შეგახსენებთ, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს, საკუთარ მანქანაში თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მიაგნეს. წინასწარი დასკვნით, ის 3-4 დღის გარდაცვლილი იყო.