13 სექტემბერი 2026,   05:52
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის გადაცემული ტექნიკის შესწავლა ვერ მოხერხდა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი პირების მიერ გამოძიებისთვის გადაცემული ტექნიკის შესწავლა ვერ მოხერხდა. 

სამხარაულის ექსპერტის დაასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ტექნიკას სპეციალური კოდი სჭირდებოდა გასახსნელად და ინფორმაციის მისაღებად. ეს კოდები კი ტექნიკის მფლობელებმა არ წარმოადგინეს და შესაბამისად, მონაცემების დამუშავება ვერ განხორციელდა.

დასკვნაში ექსპერტი წერს, რომ ტელეფონის ოპერატიულ სისტემაში შესასვლელად საჭიროა გრაფიკული უსაფრთხოების კოდი, ბიუროს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით კი მის მეხსიერებაზე წვდომა ვერ განხორციელდა.

დღის ამბები