13 სექტემბერი 2026,   23:38
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის 21-ე ტომი - გურამ ამირხანაშვილის ახალი ჩვენება არც ამ ტომში იძებნება

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ოქროს მოწმეების ჩვენებებიდან, რომელიც 21-ე ტომშია ახალი გარემოებები იკვეთება. მათ შორისაა  გიორგი ქათამაძისა და კოკო ღიბრაძის ჩვენებები, ისინი იმ 6 ადამიანში შედიან, რომელთაც ავტომაგისტრალზე თავს დაესხნენ. მათი ჩვენებები შინაარსობრივად წინა ჩვენებებისგან არ განსხვავდება თუმცა დაკონკრეტებულია დეტალები.

საქმეში დევს ანი გაბეჩავას ჩვენებაც, რომელშიც ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინციდენტის მეორე დღეს  მის მეგობრებსა და მამამისის მეგობრებს შორის შეხვედრა სპეციალურად შედგა. ის რომ შეხვედრა შემთხვევითი იყო ადასტურებს ანი გაბეჩავას მამის მეგობარი ირაკლი რეხვიაშვილიც.

საქმის 21-ე ტომი 500 გვერდს მოიცავს, თუმცა არც ამ ტომშია განთავსებული გურამ ამირხანაშვილის ახალი ჩვენება, ან მიზეზი თუ რატომ იმყოფებიდა ის შინაგან საქმეთა სამინისტროში 9 ივლისს. ამავე ტომში არის პატაკი, რომლის მიხედვითაც ამ საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ბიძაშვილი ფლობს ინფორმაციას მომხდარის შესახებ, საუბარია ახალგაზრდა გოგონაზე, რომლის საცხოვრებელ სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა და ამოღებულია მობილური ტელეფონი.

დღის ამბები