19 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ჩვენ მათ ვურტყამდით ყველანი - რას აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ჩვენებაში

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მორიგი ჩვენებები ხდება ცნობილი, ამჯერად მოპოვებულია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის მიერ მიცემული ჩვენება, რომელშიც ის გიორგი ქათამაძის, კონსტანტინე ღიბრაძისა და ვახო ახვლედიანის ცემის დეტალებზე საუბრობს:

"გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს დავუწყეთ ცემა, რა დროსაც ისინიც გვირტყამდნენ ხელებს. ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით, გარდა გიგა ტატიაშვილისა. ... ამის შემდეგ მე დავინახე ვახტანგ ახვლედიანი, რომელიც იმყოფებოდა იქვე სიახლოვეს, გავიქეცი მისი მიმართულებით და დავარტყი სახეში ხელი ერთხელ, რა დროსაც მანაც მომიქნია ხელი," - აცხადებს თენგო ბარბაქაძე.

საქმეში ასევე არის არასრულწლოვანი გ.მ-ს ჩვენებაც, საიდანაც ჩანს, რომ ის და მეორე არასრულწლოვანი ლ.შ  მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი თავდასხმისას, ახალგაზრდების ცემაში მონაწილეობდნენ.

"გაჩერდა გიგა ტატიაშვილის მოვერცხლისფრო ფერის ავტომობილი ...გადმოვიდნენ ჩემი მეგობრები ყველანი ერთად ავტომანქანიდან, რის შედეგადაც გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს დაუწყეს ცემა. რა დროსაც ისინი ურტყამდნენ ხელებს, მალევე მივირბინეთ მე და ლ.შ- მაც. მისვლისას დავარტყი მეც, რომელიღაცას ფეხი კონკრეტულად არ მახსოვს ვის. ჩვენ მათ ვურტყამდით ყველანი, გარდა გიგა ტატიაშვილისა," - ამბობს გ.მ

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები