19 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
სპეცოპერაცია რუსთავი-თბილისის ავტობანზე - ადგილზე სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული

სპეცოპერაცია რუსთავი-თბილისის ავტობანზე - ავტომაგისტრალზე სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.

სამართალდამცავებმა გზაზე მიმავალი ავტომანქანა გააჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, რომ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

დღის ამბები