19 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ბრალის დამძიმებას არ ველოდებით - გარდაცვლილი სპორტსმენის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა - დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ვადა ერთი თვით გაიზარდა.

პროცედურის თანახმად, ორშაბათს ყველა სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით, მცხეთის სასამართლო იმსჯელებს. ხოლო არასრულწლოვნების წინასასამართლო პროცესი, გეგმის მიხვდით 31 ივლისს გაიმართება.

ადვოკატები აცხადებენ, რომ არასრულწლოვნების ნაწილში გამოძიება დასრულებულია და ისინი გამორიცხავენ, რომ ბრალი დამძიმდეს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

სრულწლოვანი პირების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლო ორშაბათს გაიმართება.

ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე კი საქმის დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

"მტკიცებულებებთან დაკავშირებით მე საჯაროდ არ ვსაუბრობ და არ ვისაუბრებ. ბრალის დამძიმებას არ ველოდებით. ამის დისკრეცია აქვს ბრალდების მხარეს და ეს პროკურატურამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

საქმეზე ბრალდების მხარე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელებას ითხოვდა. 

დღის ამბები