18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ინგოროყვას კლინიკის COVID ინფიცირებული ექიმის კონტაქტები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკას დღეს კიდევ 13 პაციენტი დაემატა. მათგან ორი სამედიცინო პერსონალია, რომელთაგან ერთი ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1117-ი შემთხვევაა დარეგისტრირებული.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა - მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი ნინა ქოჩორაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ყველა თანამშრომელი კარანინის რეჟიმშია გადაყვანილი.

"დღის მანძილზე სრულად იქნა კონტაქტები გამოკვლეული, მიუხედავად უარყოფითი პასუხებისა ყველა გადაყვანილია საკარანტინო ზონაში. ეს იყო იზოლირებული განყოფილება და შესაბამისად ყველა მისი კონტაქტი გამოვიკვლიეთ. კოვიდ ინფიცირებული ექიმი მხოლოდ ერთი გვყავს,"- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

დღის ამბები