18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევების დაუდგენელი წყაროების მატების გამო გარკვეულ ბაზრებსა და ბაზრობებზე აგრესიული ტესტირება დაიწყო

COVID-19-ის გაზრდილი სტატისტიკის და დაუდგენელი წყაროებით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ბაზრებსა და ბაზრობებზე აგრესიული ტესტირება გრძელდება.

პრევენციის მიზნით, ამ დროისთვის PCR ტესტით გამოკვლეულია 6000-ზე მეტი ადამიანი. ბაზრობებზე დაფიქსირებულია 7-ზე მეტი ახალი ინფიცირებული უცნობი წყაროებით, რომელიც არცერთ კლასტერს არ მიეკუთვნება.

ინფექციონისტები აცხადებენ, რომ სიტუაცია საყურადღებოა, თუმცა არა საშიში. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან ახალი რეკომენდაციები.

ბაზარში მომუშავე ადამიანები აცხადებენ, რომ ადგილზე სიმკაცრეა და ყველანაირი რეკომენდაცია დაცულია. მათი თქმით, დისტანციას ყველა იცავს და პირბადეს ყველა ატარებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, პროგნოზირებადი იყო რაოდენობის მომატება რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის სტატისტიკამ საქართველოში იმატა, რასაც ინფექციონისტები რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირებენ.

დღის ამბები