გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე გამოძიებას 17 ბრალდებული ჰყავს, თუმცა არცერთი მხილებული 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ბრიფინგზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ საქმის ფიგურანტები - გაგნიძე და ჟვანია მის წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ და არავითარ ხელის დაფარებას მისი მხრიდან ადგილი არ აქვს.
"არავითარი გაგნიძე და ის გვარები, რომელიც ახსენეთ, ჩემს საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს ასე ვერაგულად და დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: სალომე უერთაშვილი