"მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას გამამტყუნებელი განაჩენი, "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლო კედლებში არ მიღებულა.
"ჩვენ დღეს საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ცარიელი კედლები. შიგნით მოკალათებული არიან კორუმპირებული, ჩმორი მოსამართლეები. რას ველოდებით ამ მოსამართლისგან, ჩარგული თავი, ქვემოდან ზემოთ თვალებს რომ აცეცებს, მაგ ერთმა კაცმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ძალიან ბევრი დრო არ არის დარჩენილი, ავგიას თავლაა და გამოიწმინდება ეს ყველაფერი. საქართველო ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.