24 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
"წყალი არ იყო სულიკო, ვერ ვნახე დაკარგულიყო" - ქობულეთში მოსახლეობა სასმელი წყლის არქონას აპროტესტებს

ქობულეთში, მუხაესტატეს, ბუკნარის და ხუცუბნის მაცხოვრებლები სასმელი წყლის არქონას აპროტესტებენ, ისინი მერიასთან შეიკრიბნენ.

"უწყლობის გამო ცუდ სიზმრები ამიხდა", "წყალი არ იყო სულიკო, ვერ ვნახე დაკარგულიყო", " ჩვენიწყალი გადმოგსხმოდეთ" - ამ სიტყვებით გამოხატეს მათ პროტესტი და ქობულეთის მერთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მისგან მოისმინონ ინფორმაცია გამოსვლის მოძებნის შესახებ.

სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრაზე მერის მოადგილე იმყოფებოდა, რომელმაც მოითხოვა 5 კაციანი საინიციატივო ჯგუფის გამოყოფა, რომლებთან ერთადაც ისინი პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან. 

სოფლის მაცხოვრებლები საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები