25 აპრილი 2024,   03:10
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ლიკანში - მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად ორივე მძღოლის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევვა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ლიკანში - სადისტრიბუციო მიკროავტობუსი თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახური.

მძიმედ დაშავდნენ ორივე მიკროავტობუსის მძღოლები, არიან დაშავებულები მგზავრებს შორისაც.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად, რაც ნიშნავს ავტომობილის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახური.

 

ავტორი : მაია იველაშვილი

დღის ამბები