26 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
ინდოეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა

ინდოეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა. ასამის პროვინციაში სტიქიამ ათასზე მეტი სოფელი დააზარალა, განადგურდა საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლები.

თავშესაფარში 12 ათასამდე ადამიანია გადაყვანილი. სტიქიის შედეგად დაიღუპა ადგილობრივი ეროვნული პარკის 147 ბინადარიც. ასამის შტატში ბოლო დღეებია მდინარეების წყლის დონე იკლებს.

დღის ამბები