22 სექტემბერი 2020,   22:13
ვრცლად
ხმაური გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე - მოსამართლემ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა დარბაზიდან გააძევა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე, წინა სხდომის მსგავსად, არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამის რეპლიკას მცირე ინციდენტი მოჰყვა.

ზ.ხ.-ს მამამ მოსამართლეს შენიშვნა მისცა დაცვის მხარის პოზიციები გაეზიარებინა და მათ მიმართ მეტი ყურადღება გამოეჩინა. მოსამართლემ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

"როგორც ველოდებოდი, ისევ ისე მოხდა. როცა ლაპარაკობს პროკურორი - თვალებში შესციცინებს მოსამართლე, თვალს არ აცილებს. როცა ამბობს ადვოკატი, არ უსმენს, "ფეისბუკშია“ შესული, ემესიჯება ვიღაცებს. მივეცი შენიშვნა, რომ ქალბატონო, ზრდილობის გულისთვის მაინც მოუსმინე მეთქი ადვოკატს და გამომაძევეს დარბაზიდან," - განაცხადა არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ.

დღის ამბები