19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - როდის გამოკითხავენ, ჯერჯერობით, უცნობია

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოკითხავენ.

ადვოკატ გიორგი ანთაძეს დაზარალებულთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია. ასევე, დღეს იწურება ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გასაჩივრების ვადა. ბრალდებულის ოჯახი და ადვოკატი მიიჩნევენ რომ საქმე კვლავ შედარებით მსუბუქი მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

"ლევან თოფაძის მდგომარეობა უკვე სტაბილურია, კონტაქტურია. რაც შეეხება,  კომუნიკაციას ჩემთან, ჯერჯერობით, ექიმების რეკომენდაცია არ არის. შესაბამისად, არც უახლოეს დღეებში არ იგეგმება მისი გამოკითხვაში, თუ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. ჩემი ინფორმაციით, ლევან თოფაძეს არავინ არ დაუჭრია, მათ შორის არც ბუსა ჟვანია," - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

  

დღის ამბები