15 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
200 ლარით "ქართულ ოცნებას" უნდა 4 წლით იყიდოს უფლება, ძარცვოს ბიუჯეტი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

150, თუნდაც 200 ლარით "ქართულ ოცნებას" უნდა 4 წლით იყიდოს უფლება, ძარცვოს ბიუჯეტი - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "დღის კურიერში" გააკეთა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წინასაარჩევნო პიარია.

"გახანგრძლივებული ეკონომიკური კრიზის შედეგად საიდან უნდა მოვიდეს ფული. ვალები კრიზისამდეც იმდენი დაუგროვა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას, რომ ახლა რაც ავიღეთ, მივედით ზღვარზე, 60% არის მთლიანი ჩვენი შიდა პროდუქტის. მეტ ვალს ვეღარ აიღებ პრაქტიკულად. შიგნით ბიზნესს საგადასახადო რეჟიმი და მთავრობის რეგულაციები კლავს. შესაბამისად, როცა სამუშაო ადგილები იკარგება და უმუშევრობა ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემაა, მთავრობა უნდა ფიქრობდეს, რომ ხალხი მთავრობის შემყურე არ იყოს. ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ მთავრობამ ისეთი სივრცე შექმნას, იმუშაონ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი.  

გუშინ ახმეტაში მითხრა მოქალაქემ, ესენი მთავრობაში რომ დარჩნენ, 2021 წელი უფრო ცუდი იქნება, ვიდრე 2020 და 2022 უფრო უარესი, ვიდრე 2021. ხალხი ვერ ხედავს "ქართული ოცნების" და ივანიშვილის პირობებში გამოსწორების პერსპექტივას. ამიტომ ხალხი ამ დახმარებას კარგად ხვდება, რომ არის წინასაარჩევნო პიარი. 150, თუნდაც 200 ლარით, "ქართულ ოცნებას" უნდა 4 წლით იყიდოს უფლება, ძარცვოს ბიუჯეტი, ძარცვოს ხალხი, შეინარჩუნოს სიღარიბე, შეინარჩუნოს უმუშევრობა. 

უდავოდ ეს არის საარჩევნო მოსყიდვის ფაქტი. როცა ჩვენ 23 მარტს დავდეთ გეგმა და ეს ყველაფერი აგვისტო-სექტემბერში გადმოგაქვს, არის მოსყიდვა," - განაცხადა "დღის კურიერში" ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

დღის ამბები