საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სვანეთში, სადაც ამოქმედებულია საკარანტინო ღონისძიებები, სურსათის პრობლემა არ არსებობს. მინისტრი ამბობს, რომ რეგიონში საკვები პროდუქტების მომარაგების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
"მოსახლეობის სურსათით და ასევე სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რეგიონში დეფიციტი არ შეინიშნება არანაირი პროდუქტის. ამ დილის მონაცემებით, უკვე დაძრულია რამდენიმე დისტრიბუტორის მსხვილი სატვირთო მანქანა სხვადასხვა საკვები პროდუქტით რეგიონში შესასვლელად ქუთაისიდან, ასევე სტანდარტული დისტრიბუცია, რომელიც მუშაობდა რეგიონის სურსათის მომარაგების კუთხით მუშაობს შეუწყვეტლად, მუშაობს სტანდარტულ რეჟიმში. ამ შემთხვევაში, დისტრიბუტორებს გადაადგილების პრობლემა რეგიონში შესვლისას არ გააჩნიათ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.