17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო კარანტინში მოთავსების წესის დისკრიმინაციულად ცნობა - საიას სარჩელის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელის განხილვა, რომელიც გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით არის წარდგენილი, გადაიდო.

სარჩელი შეეხება ქვეყანაში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო კარანტინში მოთავსების წესის დისკრიმინაციულად ცნობას.

საიას იურისტმა ლაშა ბექიშვილმა განმარტა, რომ პროცესი უახლოეს დღეებში გაიმართება.

"გერმანიის მოქალაქეები შემოდიან დაუბრკოლებლად საქართველოში, ხოლო საქართველოს მოქალაქე, თუნდაც წლების განმავლობაში ცხოვრობდეს გერმანიაში, იგი ექვემდებარება ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულო კარანტინს. ჩვენ ვითხოვთ, რომ თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, როგორც გერმანიის, ასევე საქართველოს მოქალაქეები. წარმოვადგინეთ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები, ამიტომ სასამართლოსაც გარკვეული პროცედურები აქვს გასავლელი, მოპასუხე მთავრობასაც მისცა დრო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში უნდა ჩაინიშნოს სასამართლო სხდომაც," - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ლაშა ბექიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი გერმანიაში მცხოვრების ქართველი არქიტექტორის მისამართით მხარდაჭერის გამოსახატად მივიდა.

დღის ამბები