26 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
ბელარუსში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

ბელარუსში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. იზოლატორები უკვე დატოვა ათასზე მეტმა მოქალაქემ. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა იმ პირებს, რომლებიც არა აქციის მონაწილეები, არამედ გამვლელები იყვნენ და პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, ბოდიში მოუხადა და მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად აიღო.

დღის ბოლოს მინსკში 5 კილომეტრიანი სოლიდარობის ჯაჭვი მოეწყო. ამ ფორმით დემონსტრანტებმა, რომელთაც სიმბოლურად თეთრი ტანსაცმელი ეცვათ და ხელში თეთრი ყვავილები ეკავათ, გარდაცვლილი და დაშავებული აქციის მონაწილეების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 6,700-მდე მოქალაქე დააკავეს, აქციის 2 მონაწილე გარდაიცვალა. არეულობა კვირას ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა.

დღის ამბები