17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის საუკეთესო წარმომადგენელი პარლამენტში - გიორგი გახარია

"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა. 

წარდგენის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნინო ლაცაბიძე საკანონმდებლო ორგანოში რუსთავს ღირსეულად წარადგენს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის საუკეთესო წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მარტივი მიზეზის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკრებულოში შრომობს და მუშაობს, მაგრამ უკვე რუსთავის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართულია. ერთი ეს არის სკვერის რეაბილიტირება თეატრის უკან და მეორე კოსტავას ქუჩაზე.  ეს ადამიანი იქნება უაღრესად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად და რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ,"-განაცხადა გახარიამ.

პრემიერის მსგავსად, ნინო ლაცაბიძის წარმატებაში დარწმუნებულია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანიც - კახა კალაძის თქმით, ლაცაბიძე მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.

"ერთის მხრივ, გული მწყდება, რომ ის ჩვენს საკრებულოს ტოვებს, მაგრამ მეორეს მხრივ, მიხარია, რომ რუსთაველებს გეყოლებათ მართლაც ღირსეული წარმომადგენელი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაიცავს რუსთავის და რუსთაველების ინტერესებს" - განაცხადა კალაძემ. 

 თავად ნინო ლაცაბიძე კი ამბობს, რომ რომ რუსთავს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს :

"რუსთავში იქმნებოდა და დღესაც იქმნება არაერთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც როგორც  ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე -  ქვეყნის ექსპორტისთვის არის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულება.

ვფიქრობ, რომ რუსთავის ამ პოტენციალის კიდევ უფრო კარგად გამოყენებით შევძლებთ, რომ ის ეკონომიკური წარმატება რომელიც ჩვენმა გუდნმა დაიწყო, თითოეულმა რუსთაველმა იგრძნოს მის ოჯახში," - განაცხადა "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა. 

დღის ამბები