დიდი სამხედრო ძალა პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და მის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს - ასე აფასებს ნატოს ჯარების ყოფილი მთავრსარდალი, გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრიდლავი აგვისტოს ომს.
”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ყოფილი მთავარსარდალი რუსეთის მიერ ე.წ. “ჯიბის ვეტოს” გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში შეჭრით, კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა.
შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება, ოთხვარსვლავიანი გენერალი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში ქვეყნის დასავლური სწრაფვების შესაჩერებლად შეიჭრა.