09 სექტემბერი 2026,   12:31
ვრცლად
"ლელო" თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების დროულ გამოძიებას ითხოვს

"ლელო" თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. დღეს საკითხზე ანა ნაცვლიშვილმა და კახა კოჟორიძემ ისაუბრეს - მათი თქმით, ახალგაზრდა ორი წლის წინ, ოფიციალური ვერსიით, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა, თუმცა დღემდე არც დამნაშავეები უპოვიათ და საქმიდან გაქრა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ფაქტს წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ჩხუბი.

პარტიაში ფიქრობენ, რომ გამოძიება ცრუ ვერსიაზე მუშაობს, რაც ოჯახისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"თორნიკეს გარდაცვალების მიზეზად გამოძიება ასაღებს ავტოსაგზაო შემთხვევას, მაგრამ გამოძების პროცესში საერთოდ გაქრა საქმიდან ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც მიუთითებდა, რომ ახალგაზრდებს შორის ნამდვილად მოხდა ჩხუბი და როგორც მინიმუმ - დაჭრა.

გიორგი გახარიამ მათ უთხრა რომ პირად კონტროლზე ავიყვანე ეს საქმეო, მაგრამ ეს არის მათი "პირადი კონტროლი". მათი პირადი კონტროლი არის ტყუილის გასაღება სიმართლედ," - განაცხადა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ. 

დღის ამბები