19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი გადაჰყავთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი გადაჰყავთ. ისინი ე.წ. მესტიის კლასტერს წარმოადგენენ.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტები 19-21 წლის ახალგაზრდები არიან. მათ ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ და შესაბამისი კვლევის ჩაუტარებენ. ახალგაზრდებს ინფიცირებულთან ქონდათ კონტაქტი. ამ დროისთვის კლინიკაში 17 პაციენტი ჰყავთ.

დღის ამბები