23 დეკემბერი 2024,   12:21
ვრცლად
გატაცებულ შშმ პირს მუქარით საკუთარი საფლავი გაათხრევინეს - მძიმე დანაშაული სოფლის ყოფილი რწმუნებულისა და მისი მეგობრის მონაწილეობით

მძიმე დანაშაული ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში - შშმ პირი "კურიერს" უყვება, რომ  ყოფილმა რწმუნებულმა ის გაიტაცა, სცემა, აიძულა საფლავის გათხრა და შემდეგ კი ჩააწერინა აღიარება, რომ ფული მოიპარა. გამოძიების ინფორმაციით, მძიმე დანაშაულში ყოფილ რწმუნებულთან ერთად კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა.

გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე საკუთარი სახლისკენ მიმავალი გზიდან გაიტაცეს და სოფლის ტყეში წაიყვანეს. როგორც დაზარალებული მანუჩარ მურადაშვილი აცხადებს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს ის ტყვედ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ.

სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დღის ამბები