აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან ერთი სატვირთოს მძღოლია, ის თურქეთის მოქალაქეა და საკუთარი სურვილით სამკურნალოდ თურქეთში დაბრუნდა. ორი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ერთი კი რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი კოვიდინფიცირებული მძღოლის კონტაქტია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამდენად ბათუმის COVID ცენტრში 27 პაციენტი რჩება.