17 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" საშიში პროვოკაცია - რატომ გააწითლა პატრიოტებად წოდებულმა პარტიამ აჭარა საქართველოს რუკაზე

"პატრიოტთა ალიანსის" მორიგი არაპატრიოტული და პროვოკაციული ნაბიჯი - პარტიამ საქართველოს რუკაზე კიდევ ერთი ცხელი წერტილი მონიშნა - ილორიდან დაბრუნებულმა ირმა ინაშვილმა, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად, აჭარაც გააწითლა.

ამ შინაარსის საარჩევნო ბანერები ბათუმში გამოჩნდა. ანტიდასავლური პარტია, რომლისთვისაც რუსულ ოკუპაციაზე საუბარი დისკომფორტია, ღიად მიანიშნებს თურქულ შესაძლო ექსპანსიაზე. ეს მაშინ, როცა თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის ღია მხარდამჭერია.

პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც მიზნად რეგიონში დესტაბილიზაციას ისახავს - ასე აფასებენ პატრიოტების ქმედებას აჭარაში. ვიცე სპიკერის პარტიის საარჩევნო ბანერმა რეგიონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხედულებების გაერთიანება შეძლო.

დღის ამბები