19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ოზურგეთში ბავშვთა სამკურნალო ცენტრში ჭერი ჩამოინგრა

ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში, დიალიზის განყოფილების ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ცენტრში შვიდი პაციენტი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე გამწმენდ სამუშაოებს სამაშველო სამსახური ახორციელებს.

როგორც ბავშვთა სამკურნალო ცენტრის თანამშრომელი სოსო მგელაძე ამბობს, ჭერის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოსულმა წვიმამ გამოიწვია. 

"რამდენიმე დღის წინ იყო ძლიერი ქარბუქი, წვიმა და, როგორც ჩანს, წვიმამ დაამძიმა ჭერი და იმან გამოიწვია ნგრევა. 7 პაციენტი წევს, რომელთაც სამედიცინო დახმარებას უწევენ, მათ განყოფილებაში არაფერი არ არის დაზიანებული,"- განაცხადა კლინიკის თანამშრომელმა სოსო მგელაძემ. 

ბავშვთა სამკურნალო ცენტრის შენობა 70 წელზე მეტისაა. შენობის შეკეთების კაპიტალური რემონტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

 

 

 

დღის ამბები