შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ის ინფორმაციით, ახალციხის სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი.
ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.