თბილისის ერთ-ერთ ღამის ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმე გრძელდება. "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო, როგორ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები Skygirls-ში.
ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც შენობა დალუქეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა "კურიერის" გადამღები ჯგუფის კითხვებს არ უპასუხეს.
შეგახსენებთ, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც ბარში მისულ სტუმარს, არასწორად შედგენილი ანგარიშის გამო გამოთქმული პრეტენზიის შემდეგ დაწესებულების თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ.