26 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
აჭარაში დაფიქსირებული კორონავირუსის 13 შემთხვევიდან ეპიდემიოლოგები 2 ადამიანის ინფიცირების წყაროს ვერ ადგენენ

აჭარაში დაფიქსირებული კორონავირუსის 13 შემთხვევიდან, ეპიდემიოლოგები 2 ადამიანის ინფიცირების წყაროს ვერ ადგენენ. ერთ-ერთი აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია. 

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მიმდინარეობს კვლევა და სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი, თუ საიდან დაინფიცირდა ტელევიზიის თანამშრომელი. 

"გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში სულ კორონავირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 7 "დონას" კლასტერს უკავშირდება, ნაწილი დაავადებულ პირებთან კონტაქტირებული შემთხვევაა, 2 მათგანის წყარო კი, კვლევის პროცესშია,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი.

ქართულ მედიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაფიქსირდა, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი კადრების განყოფილების თანამშრომელს დაუდასტურდა.

შექმნილი ვითარების გამო არხის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა. 

დღის ამბები