13 სექტემბერი 2026,   18:10
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში აქციის მონაწილე დააკავეს. სოფელ ნაცატუში ადგილობრივები გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ გზა გადაკეტეს და მანქანებს გადაადგილების საშუალებას შემოვლითი გზით აძლევდნენ, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები აპირებენ, მერიისკენ გადაინაცვლონ.

დღის ამბები