11 სექტემბერი 2026,   22:31
ვრცლად
დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.  მუნიციპალიტეტში მეორე და საქართველოში 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობას  საშუალება აქვს, ახლადგახსნილ ცენტრში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურეობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და ადგილობრივები.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა.

დღის ამბები