22 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
ბელარუსში გაუჩინარებულ ოპოზიციონერს ამ დრომდე ეძებენ

ბელარუსში გაუჩინარებულ ოპოზიციონერს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მარია კოლესნიკოვას გარდა, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორ წევრს ვერ უკავშირდებიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, კოლესნიკოვა გუშინ დილით მინსკის ეროვნულ მუზეუმთან შენიღბულმა პირებმა მიკროავტობუსში იძულებით ჩასვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ოპოზიციონერის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

კოლესნიკოვას გაუჩინარების შესახებ შეშფოთება უკვე გამოთქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გერმანიამ კი პრეზიდენტ ლუკაშენკოს მომხდართან დაკავშირებით განმარტებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები