პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალშობილის მონაცემებს ელოდებიან, რომელიც ლაბორატორიაში გუშინ გადაიგზავნა.
ბათუმში ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას საკეისრო კვეთა გუშინ თბილისში გაუკეთდა. დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისად, საჭირო გახდა ახალშობილის მონაცემების გადამოწმება, აქვს თუ არა მას COVID-19.
ამ ეტაპზე დედა-შვილი ბოქსირებულ სექტორშია მოთავსებული. ახალშობილის პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
"დედა-შვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, შეესაბამება საკეისრო კვეთის შედეგებს. ახალშობილის მდგომარეობა არის სტაბილური. ველოდებით ამ ეტაპზე COVID-19-ის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან. ქალბატონი შემოყვანილია 3 რიცხვში. ის არის ბათუმიდან," - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.