17 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსის 2700-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან - რეგიონში მიმართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი

აჭარაში 2700-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. რეგიონში მიმართვიანობის საგრძნობლად მატებაზე საუბრობს აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და ამის მიზეზად დადასტურებულ შემთხვევათა მნიშვნელოვნად გაზრდას ასახელებს.

რუსუდან შავიშვილის თქმით, რისკების მიუხედავად ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არ არის გამორიცხული ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდეს.

"მომატებულია რისკები იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა ფიქსირდება 2 ათეულის ფარგლებში მონაცემები. შექმნილი ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ამ ყველაფერმა განაპირობა ტესტირების გაფართოება. 2700-მდე ტესტი არის აღებული, მათ შორის პოლიკლინიკებში 652 და 700 ზე მეტი ტესტია ბულვარის კარვებში, გარდა ამისა ტესტირება გაკეთდა იმ ლოკაციებზე სადაც იყო დადასტურებული შემთხვევები," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი.

დღის ამბები