17 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ბათუმის ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15 პროცენტს დღეს სასტუმროებში გადაიყვანენ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბათუმში პაციენტების გაფილტვრა მოხდა და მათი ნაწილი სასტუმროში გადავიდა.

როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ მოხდება კოვიდინფიცრებულებით გადატვირთვა საავადმყოფოების, მათ სასტუმროებში გადაიყვანენ.

"გამოყოფილია სამი სასტუმრო, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რა ეპიდსიტუაციაც დღესდღეობით გვაქვს და რა დატვირთვაც დღეს არის ჩვენს საავადმყოფოებში. ამ ეტაპისთვის, საქართველოში გამოყოფილია 600 საწოლი კოვიდინფიცირებულთათვის და აქედან, დატვირთვა არის მხოლოდ 65 პროცენტი, მაგრამ დატვირთვის შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არსებობს რესურსი, რომ იქ, მოთავსებული პაციენტები გადავიყვანოთ სასტუმროებში.

ბათუმში უკვე მოხდა გაფილტვრა პაციენტების და 15 პროცენტი ბათუმში არსებულ ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტებისა, დღეს გადავა სასტუმროში. თბილისში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ მოხდეს დეტალური აღწერა პაციენტების და მათ არ შეექმნათ რისკი სასტუმროში გადაყვანის შემთხვევაში და უკვე თბილისშიც დავიწყებთ ამ პროცედურას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები