18 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
რა კადრები გაავრცელა მიხეილ რამიშვილმა - მაწევანის ივლისში გადაღებული სატელიტური ფოტოები ამ დრომდე სპეცსამსახურებსაც არ აქვთ

შეჰყავს თუ არა შეცდომაში საზოგადოება და გამოძიება ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს - ამ დრომდე ვერავინ იძლევა სოფელ მაწევანის ივლისის სატელიტურ მასალებს, ასეთი დოკუმენტები არა აქვთ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს, თუმცა მიხეილ რამიშვილმა ფოტოები გაავრცელა.

მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ მასალებში წაშლილია იმ ვებგვერდის დასახელება, რომელსაც სატელიტური ფოტოები ეკუთვნის, თუმცა "კურიერმა" ვებგვერდის მისამართი გაარკვია. zoom earth-ზე სოფელი მაწევანის უკანასკნელი სატელიტური ფოტო 2019 წლის ნოემბრით იძებნება, მას შემდეგ, ვებგვერდს სოფლის სატელიტური ფოტო აღარ აქვს. ვინ მიაწოდა მიხეილ რამიშვილს ფოტომასალა და არის თუ არა წყარო "ყარაბაღი", ვისთან მიმოწერის ჩათიდანაც წარმოადგინა რამიშვილმა სატელიტის ჩანაწერები - ადვოკატმა დღეს თქვა, რომ საუბარია არა ყარაბაღზე, არამედ ყარაბაკზე, რაც მისი თქმით, მისივე შვილის მოფერებითი სახელია.

რამიშვილმა ეს მასალები უკვე გადასცა საგამოძიებო უწყებას, თუმცა, მათ არც წყარო და არც ის კომპანია დაუსახელა, ვინც სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა. მედიასთან კი განაცხადა, რომ მისი წყარო სანდოა. პროკურატურა ავთენტურობის დასადგენად მასალას ექსპერტიზას ჩაუტარებს. საგამოძიებო უწყების განცხადებით ასევე გაირკვა, რომ სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით უკვე მიმართეს ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს, თუმცა, მათ გამოძიებისთვის საინტერესო ფოტომასალა არ აღმოაჩნდათ. 

საქმის შესწავლას განაგრძობს სახალხო დამცველის აპარატი. ლომჯარიას წარმომადგენლებს მასალებს პროკურატურა ეტაპობრივად აცნობს.

დღის ამბები