17 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში

კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათგან 3 კალიფორნიაში, 2 ორეგონში, ერთი კი ვაშინგტონში დაიღუპა. ქვეყნის მასშტაბით მეხანძრეები ცეცხლის 100 კერაზე მეტს მეორე თვეა ებრძვიან.

მიმდინარე წელს შტატებში მილიონზე მეტი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ცეცხლის ჩაქრობაში 14 ათასზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.

ყველაზე მეტად ორეგონისა და კალიფორნიის შტატები დაზარალდა. საერთო ჯამში კალიფორნიის ხანძრების დროს ბოლო ორ თვეში 11 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები