17 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
მსოფლიოში COVI-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა 28 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა 28 მილიონს გადააჭარბა. ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაში ფიქსირდება. ინფიცირების მონაცემები მატულობს ევროპის ქვეყნებშიც. გასულ დღე-ღამეში საფრანგეთში "კოვიდ -19"-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. აპრილის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა პორტუგალიასა და ნიდერლანდებშიც.

მონაცემების ზრდის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს რამდენიმე ევროპულ ქალაქში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, მათ შორის პრაღაში, ჟენევასა და დუბროვნიკში. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. ბოლო 24 საათში რუსეთში 142, თურქეთში 55, აზერბაიჯანში 3, სომხეთში კი 2 კოვიდინფიციერებული გარდაიცვალა.

დღის ამბები