19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ხელვაჩაურში პირველ ოქტომბერს განახლდება

158 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი აჭარაში დადასტურდა. კორონავირუსის 80 ფაქტი ბათუმში გამოვლინდა. ინფიცირებულია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წევრიც. ვირუსის გავრცელების რამდენიმე კერა უცნობია. 20-ზე მეტი ფაქტი კი ქორწილის ეგრეთწოდებულ კლასტერს უკავშირდება.

დღეს მედიასთან ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულად არის დატვირთული რესპუბლიკური საავადმყოფო და პარალელურად მიმდინარეობს კოვიდინფიცირებულების მისაღებად სპეციალური სასტუმროების მიღება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხელვაჩაურშიც სწავლა საკლასო ოთახებში პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

"ქობულეთს, ბათუმს დაემატება ხელვაჩაურიც და შესაბამისად, იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში განახლდება პირველი ოქტომბრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კლინიკური მიმართულება ჰოსპიტალების მზადყოფნა. ეს გახლავთ რესპუბლიკური საავადმყოფო იქ მიმდინარეობს კოვიდის მართვა. პრაქტიკულად ამ მიმართულებაზეა გადართული მთლიანად ეს საავადმყოფო," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები