19 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს - პარტია "ნიხასის" ლიდერი ე.წ. პროკურატურაში დაიბარეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ანტისამთავრობო დემონსტრაციები კვლავ გაიმართა. დე ფაქტო სამართალდამცავებმა მიტინგამდე ცოტა ხნით ადრე ჯერ პარტია "ნიხასის“ ლიდერის, ალან გაგლოევის ძმა დააკავეს, შემდეგ - ამავე პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და, ბოლოს, ამ პარტიის თავმჯდომარე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

რუსეთში გამგზავრებამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან ტადტაევს, ინალ ჯაბიევის დაღუპვის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა დაავალა, თუმცა ტადტაევმა კვორუმი ვერ შეკრიბა, რადგან დე ფაქტო დეპუტატების უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებამდე სხდომათა დარბაზში დაბრუნებას არ აპირებს.

დღის ამბები