"ლელოს" ზუგდიდის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსს, ლაშა გვასალიას ბულინგსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარაში ადანაშაულებენ.
პარტიის წევრი ქალების მტკიცებით, გვასალიამ ისინი სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელად მოიხსენია.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გვასალია და ამბობს, რომ მან სოციალურ ქსელში მხოლოდ სახუმარო პოსტი გამოაქვეყნა, რასაც მის მიმართ შეურაცმყოფელი კომენტარები მოჰყვა.