ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლიდა.
დავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვები სოფელ მატანში მცხოვრები კაცის ახლო კონტაქტებია, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით,მატანში უკვე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და მიმდინარეობს კვლევა.
მისივე თქმით,რეგიონში რეგულაციების გამკაცრება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.